საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ქვეყანაში შრომის ბაზრის მიმართულებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ის ადამიანური რესურსი, რომელიც განათლებას იღებს საზღვარგარეთ, სურს სამშობლოში დაბრუნება და შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სამსახურში ჩაყენება.
საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა - როგორ ხედავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები საკუთარ თავს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, როგორ ხედავენ ისინი მომავალ პროფესიულ კარიერას.
სალომე ზურაბიშვილის აზრით, დღეს ქართული განათლების სისტემა ბოლომდე არ არის მორგებული შრომის ბაზრის საჭიროებებს. ერთი მხრივ, ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი და მეორე მხრივ, კონკრეტული საჭიროებებისა და კატეგორიის კადრები რთული მოსაძიებელია, ამიტომ საჭიროა, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფომ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი პრიორიტეტები და გაარკვიოს სად და როგორი კადრები სჭირდება. საქართველო უნდა დაუახლოვდეს შრომის ევროპულ სტანდარტს და მოხდეს ევროპული სამუშაო კულტურის გადმოტანა.
საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ღიაა ახალგაზრდა კადრებისათვის. სტაჟირების სისტემა კი, მათ საშუალებას მისცემს გამოსცადოს საკუთარი თავი საჯარო სამსახურში, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, სტაჟიორები შეიტანენ ახალ იდეებსა და ინიციატივებს.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ: სახელმწიფოს განათლების სისტემის განვიტარების მიმართულებებით, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების დღის წესრიგით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ასპექტებით.
ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.