ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ოჯახებს ესტუმრნენ.
ვალერი ბახტაძემ და გერასიმე მჟავანაძემ გმირების დედებსა და მეუღლეებს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცეს და გამძლეობა უსურვეს.
,,თქვენ ხართ დედები და მეუღლეები იმ ვაჟკაცებისა, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს და ჩვენი ვალია არასოდეს დავივიწყოთ მათი წვლილი, გაღებული მსხვერპლი და შეძლებისდაგვარად გვერდით ვედგეთ მათ ოჯახებს", განაცხადა გერასიმე მჟავანაძემ.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.