ეკა ბესელია: თეა წულუკიანის წასვლასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია - მას ძალიან კარგი პროფესიული გამოცდილება აქვს და მისი გამოცდილების გამოყენება სხვადასხვა პოზიციაზე შესაძლებელია
08-03-2019, 18:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მინისტრია აღმასრულებელ რგოლში.

 


„ბევრჯერ იყო ეს საკითხი. მახსოვს ადრე, რამდენჯერმეც თითქოს - ვრცელდებოდა სხვადასხვა წყაროდან, მაგრამ არც ერთხელ არ დადასტურდა. ნამდვილად ვერ გეტყვით ვერაფერს.... ვითარება არის ზოგადად ისეთი, საჭიროებს ცვლილებებს. მოცემულობა არის ისეთი, რომ რაღაცნაირად თითოქოს არ იგრძნობა ენერგია და არ იგრძნობა სიცოცხლისუნარიანობა და არ იგრძნობა იმ პრობლემებზე რეაგირება, რაც ჩანს გარეთ საზოგადოებაში. ის მთავრობის შიგნით ერთ-ერთი ისეთი წარმომადგენელია, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აღმასრულებელ რგოლში. ამიტომ, მას ძალიან კარგი პროფესიული გამოცდილება აქვს და მისი გამოცდილების გამოყენება სხვადასხვა პოზიციაზე შესაძლებელია", განაცხადა ეკა ბესელიამ.

 


მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამავე ინფორმაციით, თანამდებობა, შესაძლოა, თეა წულუკიანმაც დატოვოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი