იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ ქალთა საერთაშორისო დღე იმერეთის რეგიონის ყველაზე ასაკოვან მეეზოვეს 81 წლის მარგალიტა აბრამიძესა და ყველაზე დაბალი ასაკის მქონე 21 წლის ლოლიტა თუთაშვილს მიულოცა.
მარგალიტა აბრამიძე 7 წელია ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურში მუშაობს, ხოლო ლოლიტა თუთაშვილი 1 წელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სუფთა გარემოზე ზრუნავს.
,,8 მარტი სიმბოლურად იმერეთის უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვეს მივულოცე. აღნიშნული პროფესიის ადამიანები ზრუნავენ სუფთა გარემოზე და მათი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია. ისინი სამუშაოს ყველაზე ადრე იწყებენ და შეიძლება ითქვას, რომ გვიან ამთავრეებენ. ამ ორი თაობის მეეზოვეს ერთი მიზანი აქვს ემსახუროს საკუთარ მუნიციპალიტეტს და დილით გამოსულ მოქალაქეებს დაახვედროს მოწესრიგებული ქუჩები. მე მადლობა მინდა გადავუხადო თითოელ მათგანს, გაწეული სამსახურისთვის. ამ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი მეეზოვე ქალბატონებს და ვუსურვებ წარმატებებს”, აცხადებს შავლეგო ტაბატაძე.
იმერეთის რეგიონში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12–ვე მუნიციპალიტეტში იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.