ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლში საზეიმო მიღება გაიმართა. „კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა“ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ, გარდაბნელ ქალბატონებს უმასპინძლა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ტარიელ ჯანხოთელი, გარდაბნის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე ქალბატონებს დედისა და ქალთა დღეები მიულოცა, წარმატება, წინსვლა და ბედნიერება უსურვა და აღნიშნა, რომ ქალების როლი ქვეყნის განვითარებაში მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ჩვენგანის ვალია, მათ პოლიტიკურ პროცესებში ინტეგრირებას ხელი შევუწყოთ.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.