დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ: მომღერალი თემურ თათარაშვილი, მუსიკოსი თომა მავრომატი, ანსამბლი „ქალილო“, ადგილობრივი ჯაზმენი კახა ხუციშვილი, იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრის მსახიობები - ელენე პაპიაშვილი და იოსებ კაკალაშვილი, ხოლო ღონისძიებას უძღვებოდა ზაზა ალექსიძე.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა.
ღონისძიებაზე დამსწრე ქალბატონებს მისალოცი ბარათები და ყვავილები გადაეცათ.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.