ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო მთლიანად დაფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისათვის
25-07-2015, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ განვიხილეთ სუბსიდირების რამდენიმე სქემა და არჩევანი შევაჩერეთ ისეთ მოდელზე, სადაც სახელმწიფო მთლიანად დაფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისათვის, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 


მისივე თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს არ მოუწევს არც ერთი თეთრით იმაზე მეტის გადახდა, რასაც აქამდე იხდიდნენ.

 

 

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ განმარტა შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნა, სემეკის მიერ ახალი, კორექტირებული ტარიფის დადგენა განპირობებულია ერთი მხრივ ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარებით, ხოლო მეორე მხრივ სხვა ვალუტებთან მიმართებით დოლარის გამყარებით და მსოფლიოში არსებული რთული ვითარებით.

 

 

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ, როცა ამის შესაძლებლობა იყო და როცა დაინახა, რომ მოსახლეობა ზედმეტს იხდიდა, საკუთარი ინიციატივით წამოწია ტარიფის თემა, აქტიურად იმუშავა სემეკთან და მიაღწია შეთანხმებას სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაზე. მაშინ ტარიფი შემცირდა დაახლოებით 4 თეთრით. ეს იყო ერთადერთი მსგავსი ფაქტი და ამ დრომდე ანალოგიური ნაბიჯი არცერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა ჩვენი მოსახლეობის 150 მილიონ ლარამდე თანხა. დღეს, შეცვლილი ვითარების გამო გარდაუვალი გახდა ტარიფის კორექტირება 3.35 თეთრით. მიუხედავად მატებისა, ჩვენ დღეს რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერის თქმით, თუკი სემეკი ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, კომპანიები, რომლებსაც ფინანსური რესურსი არ დარჩათ ინფრასტრუქტურის მოსავლელად, ვეღარ შეძლებდნენ გაზრდილი მოხმარების შესაბამისად განვითარებას და ელეტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას.

 


მთავრობის მეთაურის განმარტებით, სახელმწიფო მთლიანად დაუფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველ ოჯახებს (დაახლოებით 208 ათას ოჯახს), ყველას, ვინც 70 ათას ქულა მიიღო სოციალურად დაუცველთა ბაზაში, იმის მიუხედავად, რომელი კატეგორიის მომხმარებელია - ბევრ ელექტოენერგიას მოიხმარს თუ ცოტას. მისივე ინფორმაციით, ამისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 


რაც შეეხება თბილისს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტარიფის კორექტირება, სავარაუდოდ დედაქალაქსაც შეეხება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი