სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კორეა „სარაკეტო გამოცდისთვის ემზადება“
09-03-2019, 11:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფხენიანის სიახლოვეს მდებარე ბირთვული პოლიგონის სატელიტური სურათები მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ახალი სარაკეტო გამოცდისთვის ემზადებოდეს.

 


როგორც BBC იუწყება, სანუმდონგის ბირთვული პოლიგონის ირგვლივ მზარდი აქტივობები შეიმჩნევა და ეს ის ადგილია, სადაც ჩრდილოეთ კორეას თავისი ბალისტიკური რაკეტების უმეტესობა აქვს განლაგებული.

 


აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, მიმდინარე კვირის დასაწყისში, მსოფლიო მედია იტყობინებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სოჰაეში მდებარე იმ თავისი მთავარი სარაკეტო გამოცდის ადგილის აღდგენა დაიწყო, რომლის დაშლის პროცესსაც გასულ წელს შეუდგა, მაგრამ გადაწყვეტილება აშშ-სთან მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ შეცვალა.

 


პარასკევს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი „ძალიან იმედგაწბილებული“ იქნებოდა, თუკი ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოცდას განაახლებდა.

 


ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ამ ეტაპზე უფრო მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეა ხელოვნური თანამზავრის გასაშვებად ემზადებოდეს, ვიდრე სარაკეტო გამოცდისთვის. მიუხედავად ამისა, შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ ესეც კი შეუსაბამო იქნებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან აღებულ ვალდებულებებთან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი