ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა, პარტიაში კახა კალაძის დაღმასვლის პერიოდი იწყება.
აღნიშნულის შესახებ გრიგოლიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ სტუდიაში როცა მყავდა სტუმრად, კი უარყო ყოველგვარი დაპირისპირება კალაძესთან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვიდრე იგი პრემიერობის ბოლო დღეებს ითვლიდა, ძალიან მწვავე იყო კალაძესა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება და ესეც რაღაცა მთავარი დირიჟორის სტრატეგიული სვლა მგონია, რომ არც მეტი, არც ნაკლები, კალაძეს ათქმევინა, რომ უკან ბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი.
„გუნდის წევრები კულუარულ საუბრებში, როდესაც ყვებიან შიდა პარტიულ ამბებს, ამბობენ, რომ კახა კალაძე შიგნით, პოლიტსაბჭოს სხდომებზეც კი საერთოდ არ იღებს ხმას. ანუ ზის და უყურებს. მე, ყოველ შემთხვევაში, გარეთ გამოტანილი ინფორმაციების მიხედვით ასეთი დასკვნა მაქვს, რომ რაღაცნაირად ტაიმ-აუტი აიღო, აღარ აქტიურობს. კი, ვიცით, რომ არჩეული მერია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ლამის თანამდებობა დატოვა გიორგი მარგველაშვილმა, როდესაც მას შემოწყრა ბიძინა ივანიშვილი და თუ არ ვცდები, ამერიკის საელჩო ჩაერია, თორემ მართლა აპირებდა წასვლას.
„ჩემი პროგნოზი არის ის, რომ კალაძის დაღმასვლის პერიოდი იწყება პარტიაში შიგნით და ამის თქმის საშუალებას მაძლევს სწორედ მისივე თანაგუნდელების კულუარული საუბრები იმის შესახებ, რომ ის დუმს. აბა თქვას ვინმემ, რომელიმემ „ქართული ოცნებიდან“, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი. ის დუმს, როცა არის პარტიული შეხვედრები. ის ზის ბიძინა ივანიშვილის გვერდით, მაგრამ დუმს... შემთხვევით არ იყო, რომ ივანიშვილი საერთოდ არ გამოჩნდა მის არჩევნებზე (2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე).
„შემოვიდა ახალი ფიგურა „ქართულ ოცნებაში“. მას მისცეს ფუნქცია პოლიტიკური მდივნის, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი და მე მგონია, რომ შიგნით, პარტიულ გადანაწილებაშიც იწყება ახალი ერა - ზევით ადის ღარიბაშვილი, დუმს ამ ეტაპზე კალაძე, კი მოუწია განცხადების გაკეთება, მაგრამ დუმს და მოიტანს თუ არა ეს მის დაღმასვლას და მთავარი არის გახარია, როგორ დამთავრდება წერილისა და სიხარულის ამბავი“, განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.