„რა სიმპათიები შეიძლება გამოვუხატოთ კალაძეს, რომელმაც გაზით დახოცა - ჰიტლერი ოსვენციმში ხოცავდა გაზით ხალხს, ამან დედაქალაქში მოაწყო ოსვენციმი“ - შალვა ნათელაშვილი
09-03-2019, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა სიმპათიები და თანადგომა შეიძლება გამოვუხატოთ კალაძეს, იმ კალაძეს, რომელმაც გაზით დახოცა - ჰიტლერი ოსვენციმში ხოცავდა გაზით ხალხს, ამან დედაქალაქში მოაწყო ოსვენციმი, აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა გააკეთა.

 

 

შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე არაერთი ქართველი ბიზნესმენი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კალაძემ, მათ შორის, მთელი საქართველო ჩაიგდო ხელში და რომ „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი, ბიძინა ივანიშვილის მერე „რეიტინგით მეორეა".

 


ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსხვილ ბიზნესზე დიდი მტერი არ ჰყავს და ამ კონტექსტში, ივანიშვილთან და კალაძესთან ერთად, რამდენიმე ბიზნესმენს, მათ შორის, მამუკა ხაზარაძეს, თოფაძე-ტყემალაძესა და კახა ოქრიაშვილსაც ასახელებს.

 

 

„რა განსხვავებაა ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის? ივანიშვილმა მოახდინა პოლიტიკისა და საქართველოს პრივატიზაცია, ხაზარაძემ 30 წელი არაადამიანური საბანკო პროცენტებით ძარცვა ჩვენი ხალხი, გამოასახლა ბინებიდან და დაატოვებინა ქვეყანა. რა განსხვავებაა ამ ორსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის, რომელმაც მიითვისა ჩვენი მილიარდიანი ანაბრები და შემდგომ უკვე დაიწყო სახელმწიფოს მართვა, ფაქტიურად, იყიდა რა, ხელშეუხებელი ციხესიმაგრე ლონდონში. რა განსხვავებაა ამ დასახელებულებსა და თოფაძე-ტყემალაძეს შორის, რომლებიც მოვიდნენ 25 წლის წინ პოლიტიკაში 100 მილიონით და წავიდნენ მილიარდერებად. რა განსხვავებაა ყველა ამ პერსონასა და ოქრიაშვილს შორის, რომელიც ხუთი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია და რომელიც ყოველდღე აძვირებს წამლებს იმ დონეზე, რომ ავადმყოფს მისი ყიდვა აღარ შეუძლია, თუ სახლი არ ჩადო. რა სიმპათია შეიძლება ჩვენ გვქონდეს ტელეკომპანია იმედის დირექტორ რუხაძის მიმართ, რომელსაც აჩუქეს პენსიონერთა ლიბერთი ბანკი და რომელიც პენსიონერების - ჩვენი ბებიებისა და პაპების ძარცვით შოულობს მილიარდებს და მერე ამ ტელევიზიიდან აფრქვევს ათასნაირ სიცრუესა და სიყალბეს. რა სიმპათიები და თანადგომა შეიძლება გამოვუხატოთ კალაძეს, იმ კალაძეს, რომელმაც გაზით დახოცა - ჰიტლერი ოსვენციმში ხოცავდა გაზით ხალხს, ამან დედაქალაქში მოაწყო ოსვენციმი, და რომელმაც მთელი ქვეყნის სიმდიდრე ჩაიგდო ხელში - ივანიშვილის შემდეგ რეიტინგით მეორე....

 

 

ეს არის ბანდა და ამ ბანდას გამოასწორებს მხოლოდ მათი პოლიტიკიდან ჯოხით კინწისკვრით გარეკვა. ვისაც ინტერესი აქვს ბიზნესის და ეროვნულობის რაღაც ელემენტი შემორჩენია, ის დაიწყებს სამუშაო ადგილების შექმნას, დაიწყებს გადასახადების გადახდას, დაუწყებს იმის დაბრუნებას, რაც წაიღო..

 

 

ესენი ხალხის რისხვას ვერსად გაექცევიან. ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ჩვენ ყველას ძებნაში გამოვაცხადებთ ინტერპოლით. ყველას ანგარიშებს გავყინავთ უცხოეთის ბანკებსა და ოფშორებში. ბოლო თეთრამდე მოვატანინებთ ყველაფერს იმას, რაც წაიღეს და რაც არ იყო მათი საკუთრება. აი, ამ ბანდამ თვითონ გამოჩხრიკა თავისი მკვლელი, თვითონ გააბა საკუთარი თავი მახეში....

 

 

მივიღეთ რა? მივიღეთ გაყალბებული არჩევნები; მივიღეთ ის, რომ პარლამენტში არ შეგვიშვეს. ერთი კაპიკი კრედიტი, რაც კანონით გვეკუთვნოდა, არც გასცა არც ხაზარაძემ და არც სხვა ბანკირმა იმიტომ, რომ ეს ივანიშვილმა აუკრძალა. დღეს ივანიშვილი მათ ახრჩობს და დღეს უნდათ, რომ გვერდში დავუდგეთ. არა, ბატონებო, თქვენ ყველანი ივანიშვილის თამადობით, ერთიანად უნდა წახვიდეთ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 2
#2   ზიზი
      
სირიკო შალიკო, თვითონ არ უფრთხილდებიან თავის სიცოცხლეს და რა ქნას კალაძემ? დაიაროს ყველა ოჯახი და გაუთიშოს არალეგალურად დამონტაჟებული გამათმობლები და წყლის გამაცხელებლები?
9 მარტი 2019 11:47
#1  diana
      
შალიკიეუდღეურო,გასკდები მაგდენი ღვარძლისგან შე ბრიყვთა ბელადო!
როგორ ეზიზღები ხალხს შენი უტვინო და ბოროტული ჭორიკნობისთვის შე საწყალო!
დაეთრევი ამერიკაში და შენივე მოგონილ დანოსებს დაათრევ საქართველოზე შე თახსირო ბოზო! am
9 მარტი 2019 08:43
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი