„ევროპული საქართველოს" წევრს თავს დაესხნენ. როგორც დავით ნაფეტვარიძე აცხადებს, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის ქუჩაში მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა.
დაშავებული ნაფეტვარიძე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მედიკოსები აცხადებენ, რომ მას ტვინის შერყევის ნიშნები აქვს.
„მზიურიდან წამოვედით ფეხით. ეს ტიპი დიდი ქვით უკან მოგვყვებოდა. ვერც ერთი წამით ვერ დავუშვი, რომ ჩვენ მოგვყვებოდა. აქ რომ მოვედით, ჩაარტყა და ქვევით ჩააგდო, ქვევით იპოდრომზე. ბევრჯერ ურტყამდა ხელს, აგრძელებდა ისევ, ვიღაც უცხოები დაგვეხმარნენ, გააშველეს, ისევ მივარდა და ურტყამდა" განუცხადა ნაფეტვარიძის მეუღლემ, ნინო ნაფეტვარიძემ „რუსთავი 2"-ს, რომლის ინფორმაციითაც, ინციდენტში მონაწილე პირი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.