„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის შემცველი წერილი, ასევე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გადასცა
09-03-2019, 21:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის შემცველი წერილი, ასევე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გადასცა, იტყობინება ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანია“ რუსთავი 2“.

 


ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი გახარია თბილისში, ამაღლების 12-ში მე-2 სადარბაზოში ცხოვრობს და ბიზნესმენი ჯაფარიძე კი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს წერილი გადასცა ამავე ქუჩის პირველ სადარბაზოში.

 

 

ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ მუქარის გზავნილი ავტოფარეხში გადასცა.

 


შუამავლის ვინაობა „კურიერს“ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის გარემოცვიდან ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუსახელა.

 


„რუსთავი 2“ იუწყება, რომ გიორგი გახარია დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ კორპუსში ცხოვრობს. მისი მეზობლები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, თავდაცვის ექსმინისტრი, დავით კეზერაშვილი და სხვა გავლენიანი ბიზნესმენები, მათ შორის ის, ვინც ხაზარაძეს სკანდალური წერილი მიუტანა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი