ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბაბადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიმავალმა „ეთიოპიის ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგ 737“-მა, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.
ავიახაზების წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის შესახებ პირველი ინფორმაცია პრემიერ მინისტრმა აბი აჰმედმა „თვითერზე“ გაავრცელა და მან „უღრმესი სამძიმარი“ გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.

(მაშველები ცხედრებს აგროვებენ იმ ადგილას, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა)
ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 33 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 32 კენიელი, 18 კანადელი, 8 ამერიკელი, 8 იტალიელი, 9 ეთიოპიელი, 8 ჩინელი, 7 საფრანგეთის მოქალაქე, 6 ეგვიპტელი, 5 ჰოლანდიელი, 7 ბრიტანელი, 4 ინდოელი და 4 სლოვაკია.
ავიალაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.