ვერეს ხეობაში გამავალი ავტომაგისტრალის ახალი პროექტით, აღდგენითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება
25-07-2015, 08:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.

 


პროექტის მიხედვით, აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთები და დანგრეული ტროტუარები, განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მზიურის მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, აშენდება ხიდი.

 


„სტიქიიდან ერთ კვირაში დავიწყეთ დაზიანებულ ზონებში საყრდენი კედლების მოწყობა, ახლა კი ყველაზე რთული მონაკვეთის აღდგენა-მშენებლობა. მზიურის მოპირდაპირე მხარეს, გვირაბის ნაცვლად, იქნება სახიდე გადასასვლელი, რაც უფრო უსაფრთხო იქნება. მდინარე „ვერე“ თავისუფლად იქნება ხიდის ქვეშ და, მისი შესაძლო ადიდების შემთხვევაში, საფრთხე აღარ იარსებებს“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 

 

საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებენ. პროექტის ღირებულება 14.7 მლნ ლარია.

 

 

გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე სამუშაოების დაწყებამდე სტიქიის ზონაში საყრდენი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო. საყრდენი კედელი უკვე მოეწყო ჭავჭავაძის #83-ის მიმდებარედ. მუშავდება პროექტი წყნეთის საავტომობილო გზაზე დამცავი ნაგებობის მოსაწყობად. ამჟამად კი, ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი