საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში სდებს ბრალს. მეთოფიშვილის განცხადებით, ბესელიამ, რომელსაც „ქართულ ოცნებაში" „პრობლემები შეექმნა", მოსამართლეების თემა „ამოიდო იღლიაში და დაიწყო ლანძღვა-გინება".
„ზოგიერთ შემთხვევაში არ ერიდება ტყუილების თქმასაც. ჩვენ თუ გვატყუებს კიდევ არაუშავს, ცუდია, რომ ატყუებს საზოგადოებას, ყველაზე ცუდია, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც ატყუებს. ბესელიას ამ მტკიცებულების მიხედვით შეხვედრა ჰქონდა უცხოელ პარტნიორებთან. დეტალურად გააცნო სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის საქმიანობა. ნახეთ, რას ამბობს – „2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და უდავოდ სახეზეა დადებითი შედეგები“. ანუ, საუბარია სასამართლოს დადებით შედეგებზე, რეფორმებზე, რომ სასამართლო წინ მიდის და რა კარგია ჩვენი სასამართლო. ეს არის 2018 წლის თებერვლის თვეში გაკეთებული განცხადება. მაშინ, რა მოხდა რამდენიმე თვეში?! ვფიქრობ, ეს უდავოდ ორმაგი სტანდარტია. მაშინ აწყობდა, ასე იყო, დღეს აწყობს, ასე შვრება. სინამდვილეში მას არ აინტერესებს სასამართლო სისტემა, არც რეფორმები, სასამართლოს პრობლემები. სინამდვილეში მას აინტერესებს პირადი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. მას პრობლემები შეექმნა თავის გუნდში. არ ვიცი, რა პრობლემებია და არც მაინტერესებს, მაგრამ აქედან ნათლად ჩანს, რომ ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი. ეს არის ხელოვნურად აგორებული თემა. იღლიაში ამოიდო სასამართლოს თემა და ასე დაიწყო სასამართლოს ლანძღვა-გინება“, აცხადებს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.