ირაკლი აბესაძე: ივანიშვილის დაკვეთით მუშაობს „თიბისი ბანკის" წინააღმდეგ - ბატონი გახარია, სებ-ის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ PR ჯგუფი, ყანდიაშვილი, მათ მიერ დაქირავებული ადამიანები
11-03-2019, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თიბისი ბანკზე" განხორიციელებული კიბერთავდასხმის, რომლის შესახებაც ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, გამოძიებას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია.

 

 

„ევროპული საქართველოს" წევრს, ირაკლი აბესაძეს მიაჩნია, რომ ბანკზე ორკესტრირებულ შეტევას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

 

 

„თიბისი ბანკმა“ უზრუნველყო, რომ დაედგინა კონკრეტული მისამართი, თუ საიდან განხორციელდა კიბერშეტევა, დაედგინა ადამიანების სახელები და გვარები, ვინ მუშაობს იქ, დაედგინა ამ ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი - ბატონი კოკა ყანდიაშვილი, რომელიც პირდაპირ კავშირში არის „ქართულ ოცნებასთან“ და სწორედ ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალი ჩვენ გვაჩვენებს, თუ როგორ არის მართლაც აწყობილი ის ორკესტრი, რომელიც ივანიშვილის დაკვეთით მუშაობს „თიბისი ბანკის" წინააღმდეგ - ბატონი გახარია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ PR ჯგუფი, ბატონი კოკა ყანდიაშვილი, მათ მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებსაც შესაძლებელია ხელფასს მათ შორის, ბიუჯეტიდანაც უხდიდნენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, სწორედ მოქმედებენ „თიბისი ბანკის" წინააღმდეგ და მოქმედებენ „თიბისი ბანკის" კლიენტების წინააღმდეგაც, ვინაიდან შესაძლებელია, ამ კიბერთავდასხმის მიზანი ყოფილიყო კონკრეტული კლიენტების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვების ინტერესიც", განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი