ნინო ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ: „აი, რა დონის ღორობაა და რა დონის თავხედობაა, გლდანში რომ მიწას 1 ლარად აიღებ ... უზარმაზარი ფული გააკეთა ამ კაცმა საქართველოში“
11-03-2019, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბატონი კალაძე და ბატონი ივანიშვილი შესაძლოა ხაზარაძეზე ცუდ მდგომარეობაში და მძიმე მუხლით აღმოჩნდნენ გასასამართლებელი“, აცხადებს ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უზარმაზარი ფული გააკეთა საქართველოში. „გლდანში რომ მიწას 1 ლარად აიღებ, აი, რა დონის ღორობაა და რა დონის თავხედობაა თქვენ წარმოგიდგენიათ?“ - ამბობს ჯანგირაშვილი.

 


როგორც მან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საქმემ „სერიოზული დარტყმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს“ და „ხაზარაძემ მინიმუმ ორი ისეთი ფაქტი დაასახელა პარლამენტში, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა დაიჭირონ“ კიდეც, რადგან ჯანგირაშვილის თქმით, „პროგრეს ბანკის“ საკითხი სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და „ის [ივანიშვილი] აიძულებდა [ხაზარაძეს] 120-მილიონიანი საკრედიტო პორტფელი დაეთმო სამ მილიონად „ქართუ ჯგუფისთვის“.

 


„ხაზარაძის საქმემ სერიოზული დარტყმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. მაპატიეთ, მაგრამ ეს კაცი უტვინოა მგონი. მან ძალიან დიდი დარტყმა, გამოუსწორებელი დარტყმა მიიღო ხაზარაძის საქმით. მე არ ვიცი, ხაზარაძე როგორ გამოვა საბოლოოდ ამ საქმიდან, მაგრამ პარლამენტში მისვლით ბიძინა ივანიშვილს მან ძალიან მოუგო და ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში უფრო არის ახლა ამ საქმის რაღაცნაირად ჩაფარცხვა, ვიდრე ხაზარაძის. ხაზარაძემ მინიმუმ ორი ისეთი ფაქტი დაასახელა პარლამენტში, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა დაიჭირონ ელემენტალურად. საუბარია „პროგრეს ბანკზე“ და ის აიძულებდა 120-მილიონიანი საკრედიტო პორტფელი დაეთმო სამ მილიონად „ქართუ ჯგუფისთვის“. ეს საერთოდ წარმოუდგენელი ზეწოლა და წარმოუდგენელი სკანდალია. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ ივანიშვილი არის უკვე ეჭვმიტანილი ძალიან კონკრეტულ დანაშაულებში. „პროგრეს ბანკის“ ამბავი მეც ძალიან კარგად ვიცოდი და ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, მაგრამ, დღეს ეს უკვე დასახელდა. მოვა დრო და ისიც დასახელდება, საერთოდ რატომ გაკოტრდა ეს „პროგრეს ბანკი“ და რატომ წაუვიდა საქმე ასე. ეროვნულმა ბანკმა, სხვათა შორის, ეს რომ შეისწავლოს ჯობია, აი, იქ მართლა არის ძალიან საინტერესო ისტორიები და ბატონი კალაძე და ბატონი ივანიშვილი შესაძლოა ხაზარაძეზე ცუდ მდგომარეობაში და მძიმე მუხლით აღმოჩნდნენ გასასამართლებელი.

 


ნურავინ ნუ იტყვის, რომ ივანიშვილს საქართველოში ბიზნესინტერესები არ აქვს, ძალიან კარგი ბიზნესინტერესები აქვს. მაგალითად, გლდანში რომ 1 ლარად მიწა აიღო და ბიტკოინების ქარხანა რომ ააგუგუნა, დღგ-სგან და ყველაფრისგან გათავისუფლებული. ზუსტად ეგა არის მსოფლიო ბიტკოინების 20 პროცენტის მაინინგი რომ თურმე საქართველოში ხდებოდა, უცხოური გამოცემებიდან რომ გავიგეთ წლების მერე და სინამდვილეში, უზარმაზარი ფული გააკეთა ამ კაცმა საქართველოში და თან გლდანში რომ მიწას 1 ლარად აიღებ, გადაიხადე რაა ბოლოს და ბოლოს მიწის ფული, აი, რა დონის ღორობაა და რა დონის თავხედობაა თქვენ წარმოგიდგენიათ? და კიდევ რამდენი რამე აქვს აქ გაკეთებული, ეს თანდათან გამოჩნდება“, განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

 

კომენტარები: 4
#4   irineirine
      
ჰო დაუდექით ქომაგებათ ივანიშვილს და ლანძღეთ სიმართლის მთქმელი .ეჭვი არ შეგეპატოთ ბიძინას კაიკაცობაში ,პატიოსნად დააგროვა მილიარდი,ნინომ მოკლა კვანტრიშვილები და ბიზნესების ახევა რომ მისი ცხოვრების სტილია არ გაგიგიათ? ერთდროს ხომ გამჟღავნდება ეს ყველაფერი არ შეგრცხვებათ საკუთარი სინდისის ?ეს ხომ ქვეყნის ღალატის ტოლფასია !!!
24 აგვისტო 2019 03:28
#3   დიანა
      
ჯანგო ყანაააა!!! tongue
27 აპრილი 2019 08:10
#2   თამაზ
      
აი, რა სცოდნია ღვარძლსა და ბოღმას, როგორ მოუღრანჯავს სახე ამ ერთ დროს არცთუ ურიგო შესახედავი დედაკაცისათვის...
11 მარტი 2019 07:33
#1  დიანა
      
რას აყეფებთ ამ 9 ნომერ კალოშს! :D
11 მარტი 2019 06:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი