ვანი-სულორის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
11-03-2019, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანი-სულორის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე-მეშვიდე კილომეტრზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

 


აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.

 


ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 


პროექტის ფარგლებში მოხდება საავტომობილო გზისა და ხიდის სრული რეაბილიტაცია.

 


დაიგება 5 კმ ასფალტის საფარი,მოეწყობა სანიაღვრე არხები, ცხაურები, წყალგამტარი არხები და გზის გვერდულები, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 100 000 ლარი დაიხარჯება.

 


როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.

 


ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანხმად, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი