„უმრავლესობა რაღაცნაიარად ხაფანგში მოქცეული სირაქლემასავით არის ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით. ხვდებიან, რომ მაგრა ტყლაპოში სხედან და მხოლოდ და მხოლოდ არსენაშლი ტყლაპოს გუნდების სროლა აქვთ“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
როგორც მან „TV პირველის“ ეთერში თქვა, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ „ბიძინა ივანიშვილის დირიჟორობით ორკესტრირებული შეტევა“ ხორციელდება და ამაში პროკურატურის და სხვა ორგანოების გარდა აქტიურად არის ჩართული „ტროლების ფაბრიკა, რომელიც აგერ აღმოჩნდა ჩვენ თვალწინ, რუსთაველზე კოკა ყანდიაშვილის ხელმძღვანელობით“.
„მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ განხეთქილებასაც შიგნით უმრავლესობაში იმიტომ, რომ მართლაც ორკესტრირებულია ეს შეტევა; მართლაც ხელოვნური მუხლია წაყენებული იმის გამო, რომ ხანდაზმულობა გადაფარულიყო; მართლაც პროკურატურიდან ვხედავთ, რომ ჯერ გაჟონვა მოხდა ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიასაშუალებით ამ საქმეზე. იქ, 31 დეკემბერს დაკითხეს, გეგონება ვინმე სადმე გარბოდა. ამას დაემატა ტროლების ფაბრიკა, რომელიც აგერ აღმოჩნდა ჩვენ თვალწინ, რუსთაველზე კოკა ყანდიაშვილის ხელმძღვანელობით და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავდით. ვინც „ფეისბუქზე“ აქტიურია და ვინც სოციალურ მედიაში აქტიურია, ჩვენ ვხედავდით, რომ ის ტროლები, რომელიც ოპოზიციას ამუნათებდა, ოპოზიციაზე რაღაც საზიზღრობებს ავრცელებდა, პიდაპირი სიტყვის მნიშვნელობით, გადაერთნენ უცბად ხაზარაძეზე. ასევე ვხედავთ სრულიად უსუსურ, აბსოლუტურად დაუბალანსებელ, წარმოუდგენელ სუსტ პოზიციას ეროვნული ბანკისგან, როგორც რეგულატორისგან და ჩვენ ვხედავთ პრობლემებს, რომელიც ხელოვნურად შექმნილია ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართულებით და ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ არსებობს დირიჟორი, რომელიც დირიჟირებას უკეთებს ამას ყველაფერს და ყველასთვის ცხადაია იმიტომ, რომ არც ეს იმალება და უმრავლესობა ამას ვეღარ მალავს, რომ ეს დირიჟორი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ხაზარაძეზე ნაწყენი. მან თქვა, რომ მადლობაც არ მომიხადაო და ჩვენ ხომ ვგრძნობთ და ვიცით, რომ მთელი ეს 7 წელიწადი ბიძინა ივანიშვილი რა ტონალობაში რასაც იტყვის, იმის მიხედვით შემდეგ მთელი ეს სახელმწიფო მანქანა როგორ მოექცევა. ჩვენ გვაქვს „ოცნების“ ხელში აბსოლუტურად მოუქნელი, უსამართლო, არაკომპეტენტური სახელმწიფო მანქანა“, განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.