ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბიზნესი იყოს დისტანცირებული პოლიტიკასთან და ასევე პოლიტიკაც არ შედიოდეს ღრმად ბიზნესში, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ტვ. პირველის" გადაცემა „პირველების" პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა.
ხუნდაძის თქმით, ქვეყანაში სხვა რეალობაა.
„რეალობა სხვა არის, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკამ ბიზნესი თავისი საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენოს, ან ვთქვათ, ბიზნესმა, თუ მას შეექმნა რაიმე პრობლემა, გამოიყენოს პოლიტიკური ასპექტები თავდაცვისთვის. რა თქმა უნდა, არც ერთი ვარგა და არც მეორე.... უნდა იყოს პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთისგან დისტანცირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ", განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელსაც „უკიდურეს აუცილებლობად" მიაჩნია თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა.
ხუნდაძე ამბობს, რომ რეგლამენტი იძლევა კომისის შექმნის საშუალებას, თუმცა ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის კომისია უნდა შეიქმნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა რესურსი იქნება ამოწურული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.