ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ დანიშნა, რომ მან მასსა და პარტიის წევრებს შორის ბუფერის როლი შეასრულოს.
როგორც ჯანგირაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა, ბოლო დრს განვითარებული მოვლენების ფონზე ივანიშვილის „მითოლოგიური საბურველიდან დაცლა მოხდა მისივე გუნდის წევრებში, ის აღარ არის კვარცხლბეკზე და მისი გუნდის წევრები სულ უფრო ხშირად იჩეჩავენ ხოლმე მხრებს გამოსვლის შემდეგ და ამბობენ, რომ ეს კაცი ვერ არისო“.
„მას [ივანიშვილს] ელემენტალურად ოპერატიული მართვისთვისაც კი არ ჰყავს ისეთი ადამიანი, აღარ დარჩა პარტიაში ისეთი ადამიანი, რომელსაც ელემენტალურად მესიჯს დააბარებს და პარტიის წევრებს გადასცემს და ისინი უბრალოდ ირწმუნებენ, რომ ეს მართლაც ივანიშვილის მესიჯია და არ მოუწევთ მერე გადამოწმება, რაღაცების გარკვევა, უკვე საგიჟეთი აქვთ პარტიაში. თუ დააკვირდებით ბოლო 2 თვეა თუ მეტი, მას უწევს ყოველდღიურად ლამის ამ პარტიის წევრებთან შეხვედრა, ურთიერთობა, გარჩევა და ეს მისთვის ძალიან არაკომფორტულია. მას ბუფერი აღარ ჰყავს. მან ღარიბაშვილი დააბრუნა ბუფერად, რასაც კობახიძე ვერ ასრულებს. ის მხოლოდ განხეთქილების ფუნქციას ასრულებს. მას არავინ არ ენდობა პარტიაში და უმრავლესობაში და რომ მიუშვას ივანიშვილმა გაწეწავენ 5 წუთში. პირიქით, იქით უწევს კობახიძის დაცვა... და იცით რა არის კიდევ? აი, ამ მუდმივი შეხვედრების პარალელურად ივანიშვილის რაღაც მითოლოგიური საბურველიდან დაცლა მოხდა მისივე გუნდის წევრებში. ის აღარ არის კვარცხლბეკზე. ის აღარ არის რაღაცა დიადი ბიძინა, ბატონი ბიძინა, მისი გუნდის წევრებისთვის და არ მიყვარს რაღაც ჭორებზე ლაპარაკი, მაგრამ მისი გუნდის წევრები სულ უფრო ხშირად იჩეჩავენ ხოლმე მხრებს გამოსვლის შემდეგ და ამბობენ, რომ ეს კაცი ვერ არისო. დიდი ბოდიში ამას რომ ვამბობ, მაგრამ, რაც არის, არის. უკვე გუნდის წევრებიც შეშფოთებულები არიან მისი ყოველდღიურ რეჟიმში ყურებისას და კომუნიკაციებისას და დაინახეს რაღაცა დიადი, ბატონი ბიძინა კი არა, ერთი, მსუბუქად ვიტყვი ძალიან, უცნაური კაცი, რომელსაც ვერც თავი გაუგეს და ვერც ბოლო. ხანდახან ისეთ შოკისმომგვრელ რაღაცებს ეუბნება ამ ხალხს შეხვედრებზე, რომ იქიდან დაბნეულები გამოდიან. მოკლედ, მას სჭირდება ბუფერი უკვე თავის პარტიის წევრებთანაც კი, რომ თვითონ არ მოუწიოს ყოველღიურად რაღაც ოპერატიული მართვა და ყოველ შემთხვევაში, მესიჯს რომ დააბარებს ღარიბაშვილს, ყველა დაიჯერებს, რომ ეს თქვა ბატონმა ბიძინამ და გადასცა ღარიბაშვილმა... ვიმეორებ, მას სჭირდება ბუფერი ღარიბაშვილის სახით. გარდა ამისა, მას მოენატრა ეს გემრიელი, მამა-პაპური, პატრონყმული დამოკიდებულება და ისეთი რუდუნებით, აღტაცებით და მოწიწებით არავინ აღარ შეჰყურებს უკვე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი. ასეთი პატრონყმული დამოკიდებულება არ ნახულა საერთოდ. ნუ, ღარიბაშვილზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო საერთოდ. არაფერში არ ჯდება ეს ადამიანი. თვითონ ამბობს, რომ არის ცარიელი ადგილი. თვითონ ამბობს ამას. ივანიშვილმა მითხრა მოვედიო, მითხრა და წავედიო. პოლიტიკასთან საერთოდ კავშირი რომ არ აქვს ისეთი კატეგორიებით აზროვნებს და ლაპარაკობს. მას ჰგონია, ძალიან ვაჟკაცურია თან, რომ ორ კაცში ნალაპარაკებიო, გარეთ არ უნდა გამოიტანოო - წასვლის გადაწყვეტილება ორ კაცში გადაწყდაო. მას ჰგონია, რომ პოლიტიკა, მმართველი პარტია, პრემიერი წავა, მოვა, პარტიის პოლიტიკური მდივანი მოვა, ეს არის ორ კაცში გადასაწყვეტი საქმე. ასე ჰგონიათ მას და ივანიშვილს.
მე მაქვს ღარიბაშვილის ციტატები: „რაც იყო მაშინ, მე გავასწორე ყველაფერი და მე თვითონ გავწიე ის ადამიანები, ვინც იყო გასაწევი და დანარჩენზე მე არ მინდა საუბარი, პირადულია“. მას ჰგონია, რომ პირადულია, რომ ვიღაც მისმა ნათესავმა კორუფციული სქემები გააბა და ფული გააკეთა და „ატკატები“ წაიღო რაღაც პროექტებიდან. მას ეს პირადული ჰგონია და დასაჯა იმით, რომ მათ სახლში აღარ უშვებს და ის კი არა, რომ თუ მართლაც ვიღაცამ ეგეთი რაღაც გააკეთა, რასაც ისიც აღიარებს და ივანიშვილიც, რომ დაჭერილი უნდა იყოს ეგეთი ადამიანი. ანუ სხვა კატეგორიებით აზროვნებს, რასაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. აღიარებს კორუფციას, მაგრამ ამბობს, რომ ესო პირადულიაო და დავსაჯეო და საერთოდ როგორ შეიძლება ამაზე კომენტარი. ეს ორი ადამიანი ღმერთმა ტკბილად შეაბეროს ერთმანეთს - ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი“, განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.