ბოტანიკურ ბაღში ტრენინგი - „მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაიწყო
11-03-2019, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში ტრენინგი - „მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაიწყო.

 


ტრენინგი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

 


ტრენინგის ფარგლებში, მცენარეთა დაცვის სფეროს წამყვანი უცხოელი სპეციალისტები ბოტანიკური ბაღის, ეკოსერვის ჯგუფისა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 16 სპეციალისტს გადაამზადებენ.

 


ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თქმით, თურქულმა მხარემ პროექტის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღს თანამედროვე ტექნოლოგიებიც გადასცა.

 


„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, 2018 წლის დასაწყისიდან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობს. მათთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ საგრანტო პროექტი მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის ლაბორატორია ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. TIKA-მ ბოტანიკურ ბაღს გადასცა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს მცენარეთა კვლევას და მათ შემოწმებას არბოტომის აპარატის მეშვეობით, რომელიც ახდენს მცენარის მერქანში მიმდინარე პროცესების სკანირებას და გვაძლევს ინფორმაციას მცენარის შესაძლო დაავადებების შესახებ. აღნიშნული ტექნოლოგიის საშუალებით მოხდება მცენარეთა გაჯანსაღების ისეთი მეთოდოლოგიის დანერგვა, როგორიცაა საინექციო საშუალებებით საკვები მინერალების მცენარის ორგანიზმში მოხვედრა არა ფესვური და ფოთლოვანი გამოკვებიდან, არამედ მერქნიდან, რათა დაჩქარდეს დაავადებული მცენარის აღდგენის ღონისძიებები. ეს ტექნოლოგია საქართველოში პირველად ბოტანიკურ ბაღში დაინერგება“, განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

 


მისივე თქმით, თანამშრომლობის მეორე ეტაპია კადრების გადამზადება მცენარეთა დაცვის თანამედროვე ღონისძიებების მიმართულებით, რაც ამჟამად მიმდინარეობს.

 


თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 140 000 ლარის ღირებულების სპეციალური ტექნიკა 2018 წლის 9 აგვისტოს გადასცა.

 

 

ინფორმაცია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი