„ნაციონალური მოძრაობის“ დადგმული სპექტაკლი“ – „წვევამდელი ქაზიმ კახრამანოვი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და თანხის გამოძალვაზე საუბრობს, ფუად კახრამანოვის ძმაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია ქვემო ქართლში“
11-03-2019, 20:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წვევამდელ ქაზიმ კახრამანოვზე განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნიკა ქოიავა „ფეისბუქზე“ წერს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „დადგმული სპექტაკლი“, რადგან წვევამდელი ქაზიმ კახრამანოვი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და თანხის გამოძალვაზე საუბრობს, ფუად კახრამანოვის ძმაა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია ქვემო ქართლის რეგიონში.

 


„პარტიული დაკვეთის ნათელი მაგალითი!!!! წვევამდელი ქაზიმ კახრამანოვი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და თანხის გამოძალვაზე საუბრობს რეალურად ფუად კახრამანოვის ძმაა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია ქვემო ქართლის რაიონში. დადგმული სპექტაკლი და ხელწერა ნაციონალური მოძრაობის. თითქოს ჯარში საშინელება ხდება!!! სწორედ ამიტომ არ აძლევდა გამოძიებას ძმის დაკითხვის საშუალებას, რომ საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს!!! ტყუილის გამავრცელებელი ტრადიციულად ცრუსთავი 2 !!!“ - წერს ნიკა ქოიავა.

 


აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამხედრო პოლიციის მიერ უკვე გამოიკითხა წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი კ.ე. დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

 


თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ „წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი