[ვიდეო] ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მმართველობის წლები იყო „ეპოქა, ნახტომი ქართული პოლიტიკური და სახელმწიფო ცხოვრებისთვის“, რამაც „უდიდეს წარმატებამდე“ მიგვიყვანა
12-03-2019, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკოსმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 5-6 წელიწადში „უდიდესი ნახტომი“ მოხდა, რამაც ქვეყანა „უდიდეს წარმატებამდე“ მიიყვანა. როგორც მან ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში განაცხადა, 2005-დან 2012 წლამდე პერიოდი იყო „ეპოქა, ნახტომი ქართული პოლიტიკური და სახელმწიფო ცხოვრებისთვის“.

 

 

 


„როდესაც უყურებ შევარდნაძის პერიოდს, 2004 წლამდე, 2004-ამდე არა, 2005-ამდე და 2013-დან დღემდე, აი, 2005-დან 2012-ამდე იმხელა ნახტომი მოხდა, ისეთი გარღვევა მოხდა, ფიზიკურ კანონებს გადაასწრო. გზები არა, კომუნიკაციები არა, ინსტიტუციები არა, ფინანსები არა, წესრიგი არა, კორუფცია აყვავებული, აი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსად არაფერი და 5-6 წელიწადში ყველაფერი სახეზეა. 5-6 წელიწადში მოხდა უდიდესი ნახტომი. ახლა, რის ხარჯზე მოხდა, რატომ მოხდა, მოდი, ამას ისტორია გაივლის და არავინ არ მოიკითხავს, მაგრამ ჩვენს ხარჯზე რახან მოხდა, მტკივნეულად გადავიტანეთ. ყველა დიდი, გლობალური მასშტაბის რეფორმა არის ძალიან მტკივნეული, ანუ ის საზოგადოება ვერ ეგუება და ებრძვის ასეთი ტიპის რეფორმებს. ალბათ, ეს რომ დაინახა ამ ხელისუფლებამ, რომ დიდი რეფორმები დიდ ტკივილს იწვევენ, ამიტომ დაანებს თავი რეფორმის გზით სიარულს, მიუშვეს და მივედით ამ ჭაობამდე. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ეპოქა, ნახტომი ქართული პოლიტიკური და სახელმწიფო ცხოვრებისთვის. მე არ ვიცი ვის რა ახსოვს, მაგრამ იგივე სასამართლოში რომ შეხვიდოდი, შეიძლება ფეხი ჩაგვარდნოდა გატეხილ იატაკზე და მოგტეხოდა, ახლა გაწკრიალებულია. პოლიცია დადიოდა ძველი ვილისებით, თუ გახსოვთ, ფორმა არ ეცვა, ცალ ფეხზე ერთი ბათინკი ეცვა, ცალ ფეხზე მეორე, შუქი არ იყო. ეს პერიოდი ნახტომით გავიარეთ. ჩვენ გამოვტოვეთ გარდამავალი ეტაპები და პირდაპირ ნახტომით გადავედით უდიდეს წარმატებამდე“, განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 

კომენტარები: 2
#2   თენგიზი
      
გელბახიანს სრულიად ვეთანხმები.რასაც ამბობს ხომ სიმართლეა და ჩვენ თვითონ ვართ ამის მომსწრენი.რა შედეგი მოყვა ამ რეფორმებს ყველამ კარგად ვიცით.სააკაშვილის ზიზღით ნუ განსვჭრეტთ და მაინც უნდა შევძლოთ ობიექტურად შევაფასოთ რომ ქვეყანა დააყენა ფეხზე,მაგრამ რის ხარჯზე ეს სხვა თემაა.სტალინი რომ ლოიალური ყოფილიყო იმ დროს ,როდესაც ხალხი შიმშილობდა ხოლო რუსულ ინტელინგეციას სძულდა თავისი ხალხი და არ გამოეჩინა სისასტიკე რუსეთი ხომ დაინგრეოდა და მასაც იქვე გადაყლაპავდა ზინოვიევი,კამენევი და ტროცკი.ქვეყნის შენებას მარტო ფუტურისტული დემოკრატია არ ყოფნის.დემოკრატია ზუსტად იმ კანონების დამცველი უნდა იყვეს რომელსაც დააკანონებს პარლამენტი,ერთი რამა რომ უნდა ვისწავლოთ ავირჩიოთ ისეთი პარლამენტარები,რომებსაც უყვარს სამშობლო და მისი ხალხი,იქნებიან განატლებულნი,საქმის მცოდნენი,ერკვევოდნენარა მარტო პოლიტაკში,არამედ კარგად უნდა იცოდნენ ეკონომიკა და სხვა.
28 სექტემბერი 2021 21:22
#1   nugzar matchavariani
      
ობიექტური შეფასებაა
24 აგვისტო 2019 22:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი