კოკა ყანდიაშვილი: „რა გასაკვირია, რომ ჩემზე დიდი ნაძირალა სააკაშვილს ცხოვრებაში არ შეხვედრია, არც კი იცნობს - მერაბიშვილს, ახალაიებს, ადეიშვილსა თუ, მეგის ქარდავას....“
12-03-2019, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აცხადებს, რომ თბილისში, რუსთაველის 12-ში ერთ-ერთი ოფისი 2015 წელს იქირავეს და ჯერ ტურისტული სააგენტო - Georgia OK შექმნეს, შემდეგ კი სტუდია, რომელიც რამდენიმე სერიალზე და ტელეპროექტზე მუშაობდა და „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მისამართზე „ტროლების ფაბრიკა“ მუშაობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 


ყანდიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი „ნაძირლობის“ შესახებ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს: „რა გასაკვირია, რომ ჩემზე დიდი ნაძირალა მას ცხოვრებაში არ შეხვედრია, არც კი იცნობს - მერაბიშვილს, ახალაიებს, ადეიშვილსა თუ, მეგის ქარდავას....“

 


„მოკლედ იმის შესახებ რა „ფაბრიკის“ დირექტორი ვარ.

 


კადრები, რომელსაც რუსთავი 2 გაჩვენებთ - ნამდვილად ჩვენი ოფისია, რომელშიც არაერთი ცნობილი სახე, მსახიობი, რეჟისორი თუ უბრალოდ გამოჩენილი ადამიანია ნამყოფი, მათ შორის რ2-ის სახეებიც. სწორედ ამ ოფისს ვამზადებთ, ახლახანს შევიძინეთ ახალი სავარძლები, მაგიდები 6-ში დაგვიმზადეს და მოგვიტანეს, (კადრებში კარგად ჩანს, რომ ყველაფერი ახალია) კარადები კი 15-ში იქნება. სარედაქციო ჯგუფი სრულად არაა ჩამოყალიბებული, ჯერ სულ რამდენიმე თანამშრომელი ვართ და ოფისის გამართვამდე სახლიდან ვმუშაობთ. რუსთავი2-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში - (ეტყობა გამორჩათ) მეც კი არ ვარ ჩაწერილი.

 


იმედი მაქვს, ძალიან მალე მოგიწვევთ ამ პროექტის პრეზენტაციაზე. (მანამდე შეგიძლიათ ნახოთ და შეგვიფასოთ ჩვენი ახალი მულტიმედია პორტალი,

 


რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს). espersona.ge 2015 წელს ვიქირავეთ ერთ-ერთი ოფისი რუსთაველის 12-ში.

 


ჯერ ტურისტული სააგენტო - Georgia OK შევქმენით.

 


შემდეგ სტუდია, რომელიც რამდენიმე სერიალზე და ტელეპროექტზე მუშაობდა.

 


• 2018 წელს გადავწყვიტეთ, მეგობრებთან ერთად, ახალი მულტიმედია კომპანია დაგვეფუძნებინა. პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი სააგენტო „ეS-პერსონაა“, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ცნობილ ადამიანს, მათ შორის რ2-ის ჟურნალისტებსა და პროდიუსერებსაც დავუგზავნეთ, მაგრამ რუსთავი 2 რისი რუსთავი 2-ია, ჩვენი ოფისისთვის „ტროლების ფაბრიკა“, ხოლო თანამშრომლისთვის „ტროლები“ არ დაერქმიათ.

 


• რაც შეეხება სააკაშვილის სტატუსს, ეს არის იმის დამადასტურებელი თუ რამდენად სწორად მივლია დღემდე, ცხოვრების გზაზე. რა გასაკვირია, რომ ჩემზე დიდი ნაძირალა მას ცხოვრებაში არ შეხვედრია, არც კი იცნობს - მერაბიშვილს, ახალაიებს, ადეიშვილსა თუ, მეგის ქარდავას.... აქვე დავაზუსტებ - სანამ პირში სული მიდგას, მიშა სააკაშვილო - არ მოგასვენებ! და როგორც ღიად გებრძოდი 2003 წლიდან - ისე გავაგრძელებ მომავალშიც!

 


ყველაზე საცოდაობა ისაა, რომ ის ადამიანები, ვინც საქართველოში პროფესია ჟურნალისტი გააუქმეს, აკრძალეს და პროკურორი გვარამია გახადეს, სიმართლისა და ქართული ჟურნალისტიკის სიმბოლო - საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, პარტიული საჭიროებისამებრ მიაწებონ სამარცხვინო იარლიყები სხვებს. "ტროლები" და "გნომები" თქვენსკენ მოიკითხეთ, ჟურნალისტის მანტიას ამოფარებულო ნაძირლებო, რომლებიც თავს ყველაფრის უფლებას აძლევთ! ჯერ იყო და "კგბ-ის" გენერალი გამხადეთ, შემდეგ ჯიჰადის ვიდეოები, მაესტროსა და საზმაუს შეჭმა ჟიჟილაშვილიანად, ახლა "ქართული ოცნების" პრეს/პიარ სამსახურის უფროსობა, ლაზერული ტაბლეტები და "ტროლების ფაბრიკა" - ჰკითხეთ მიშას, მის მახინჯ ფანტაზიებში, რა იქნება შემდეგი?

 


ბოლოს კი, მინდა დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენს გუნდში არიან ახალგაზრდა, მოტივირებული და უნიჭიერესი ადამიანები, ვისთვისაც ამოსავალი წერტილი წესიერება, პატიოსნება და ჟურნალისტური პრინციპებია! რაც თქვენთვის საერთოდ არარსებული, უცხო - საშიში ხილია!

 


• მედიას კი თხოვნით მოგმართავთ, 14-ში ვბრუნდები თბილისში და მზად ვარ გესტუმროთ ყველა იმ ეთერში, რომელიც ამ საკითხითაა დაინტერესებული“– წერს კოკა ყანდიაშვილი „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი