ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რამაც გამოიწვია შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება, ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ პოსტიდან წავა, თუკი „4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი“ მისი შეხედულების მიხედვით არ გადაწყდება.
ეკა ბესელიას შეფასებით, თეა წულუკიანი გამორჩეული ფიგურაა მთავრობის შემადგენლობაში.
„მე არ ვიცი დეტალები, ამიტომ ვერ გავაკეთებ კონკრეტულ კომენტარს. იმედი მაქვს, რომ ინსტიტუციურად არ დააზიანებს ეს პროცესი იმ გზას და იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიისთვის ნამდვილად სჭირდება", უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.