„ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის ვიდეო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიამ ქურდობების შესახებ „სრული ინფორმაცია და ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა“
12-03-2019, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია „ფრესკოს დამფუძნებლის“, ვასილ სოფრომაძის ვიდეო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ხელისუფლების მხრიდან კომპანიაზე განხორციელებულ ზეწოლასა და ფინანსთა სამინისტროს წამყვანი თანამშრომლების მიერ „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში ქურდობისა და იარაღის გამოყენებით მუქარებზეა საუბარი - კომპანია „ფრესკო“ აცხადებს, რომ „სრული ინფორმაცია და ვიდეო მასალა გადაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროზე“.

 


„არასდროს არ ვაფარებთ არც ერთ დანაშაულს ხელს. მათ შორის კომპანიის დამფუძნებლის მიერ ვიდეოში ნახსენებ ქურდობებზე, კანონის ფარგლებში იმავე დღეს მოხდა მყისიერი რეაგირება - სრული ინფორმაცია და ვიდეო მასალა გადაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროზე ფაქტის მომხდარის დღესვე“, აღნიშნულია „ფრესკოს“ ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

 

სოფრომაძე ვიდეო მიმართვაში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. იგი დაჟინებით ირწმუნება, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები და ამ უწყების დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები „ფრესკოს“ მაღაზიებში პროდუქტებს იპარავენ და „ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლებზე, ახალგაზრდა გოგოების წინაშე, თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშროლები“. სოფორმაძე სამთავრობო უწყებას, რომელიც „ფრესკოს“ ფინანსურ დარღვევებს ედავება, ეკითხება: „გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი?...“

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი