საქართველო დღეს, 12 მარტს ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ქაშუეთის ტაძარში დამფუძნებელი კრების წევრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
„კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და საერთოდ თავისუფლების ცნებაზე იმიტომ, რომ იმ წლებში მოხდა საოცარი მოვლენა, რომ ჩვენ დიდი ხნის შემდეგ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა პოლიტიკური და დღეს ვფიქრობთ ჩვენ - რა არის ეს თავისუფლება? რისთვის ეძლევა ერს ისეთი დიდი ტალანტი, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ალბათ, იმისთვის პირველ რიგში, რომ მან განახორციელოს სულიერი მიზნები და სულიერი დამოუკიდებლობა და სულიერი თავისუფლება", ბრძანა მეუფე შიომ.
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი - მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის დაგეგმილი. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში.
საიუბილეო დღეს, გვირგვინით შეამკობენ საფრანგეთში დაკრძალული ნიკოლოზ ჩხეიძის (დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე), უზბეკეთში დაკრძალული ალექსანდრე ლომთათიძის (დამფუძნებელი კრების წევრი) და თბილისში დაკრძალული სილიბისტრო ჯიბლაძის (დამფუძნებელი კრების წევრი) საფლავებს.
თარიღთან დაკავშირებით, დამზადდა საიუბილეო მედალიონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მუზეუმსა და ლევილის მამულს გადაეცემა.
საზეიმო დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საჯარო ლექციებსა და თემატურ გამოფენებს უმასპინძლებს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი ჩატარდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონკურსში გამარჯვებულებს სასაჩუქრე მედალიონებით და სიგელებით დააჯილდოებს.
ირაკლი კობახიძე მოწვეულ სტუმრებს რუსთაველის თეატრში უმასპინძლებს, სადაც თემატური გამოფენა და რობერტს სტურუასა და გია ყანჩელის სპეციალურად ამ საზეიმო თარიღისთვის მიძღვნილი ერთობლივი ნამუშევრის წარმოდგენა გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.
ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თემატური გამოფენები და საჯარო ლექციები დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია დაგეგმილი.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პოსტერების გამოფენა, სადაც ფოტოების, ტექსტებისა და დოკუმენტების საშუალებით ქართული პარლამენტარიზმის ისტორია იქნება მოთხრობილი. ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პარლამენტარიზმის ისტორიასთან დაკავშირებით საჯარო ლექციაც.
მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაგეგმილია დისკუსია თემაზე „ქალების როლი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში“, სადაც მონაწილეობას დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მოწვევის დეპუტატი ქალები მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.