ირაკლი კობახიძის განცხადებით, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტზე დარჩენის საკითხი მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია
12-03-2019, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

 


როგორც ირაკლი კობაძემ აცხადებს, საკადრო ცვლილებები მთავრობაში პრემიერ მინისტრის გადასაწყვეტია. 

 

 

„მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ახალი ჩამოყალიბებულია მთავრობის შემადგენლობა და მე თუ მკითხავთ ამის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, ზოგადად, ეს არის პრემიერ მინისტრის პრეროგატივა“, ამბობს კობახიძე.

 

 

„საკადრო ცვლილებები მთავრობაში არის პრემიერ მინისტრის პრეროგატივა. შესაბამისად, ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვუსმინოთ, რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ არ გვქონია ამაზე საუბრის საშუალება, თუმცა, უახლოეს დღეებში აუცილებლად გვექნება საუბარი ამ თემაზე და მისგან მოვისმენთ ინფორმაციას. გამომდინარე იქიდან, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, ჯერ ჯერობით თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან. მას შემდეგ, რაც ვისაუბრებთ პრემიერ მინისტრთან, შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის თქმითაც, თეა წულუკიანი მმართველი გუნდის ღირებული წევრია.

 

 

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, შესაძლოა, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანებას უკავშირდებოდეს.

 

 

„თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ძალიან ღირებული წევრი. ის არის მინისტრი 2012 წლიდან. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვალია მას მოვუსმინოთ და ასეთ რეჟიმში წარიმართება, რა თქმა უნდა, პროცესი. იქნება, ალბათ, კომუნიკაცია, პირველ რიგში მინისტრსა და პრემიერ მინისტრს შორის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის არსებითად პრემიერ მინისტრის მიერ გადასაწყვეტი საკითხი და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ რა თქმა უნდა საუბარი, უფრო ფართო ფორმატში.

 

 

ეს იყო ერთიანი რეფორმის შემადგენელი ნაწილი. როგორც მოგეხსენებათ, ორჯერ იყო მიღებული სხვადასხვა დროს გადაწყვეტილება სამინისტროების გამსხვილების თაობაზე. ეს იყო ერთიანი კონცეფციის შემადგენელი ნაწილი. ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ პროცესებს სამინისტროებში და შეიძლება გარკვეული გადაწყვეტილებები გადაისინჯოს.

 

 

ვნახოთ, ამაზეც უნდა გვქონდეს ჩვენ კონსულტაციები მთავრობასთან ერთად. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე თუ გაირკვა, რომ რაიმე რეორგანიზაცია არის დამატებით საჭირო მთავრობაში, ამაზე ვიმსჯელებთ მთავრობა და პარლამენტი. ამასთან დაკავშირებით, ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ მინისტრს და მთავრობას, იმიტომ, რომ მხოლოდ მთავრობის ინიციატივის საფუძველზე განიხილავს პარლამენტი საკითხებს მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. თუ იქნება ასეთი ინიციატივა პრემიერის, მთავრობის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ განხილვისათვის.

 

 

ბევრი სპეკულაცია გვესმის ჩვენ არა მარტო ახლა, წლების განმავლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთი და იგივე მინისტრი, მაგალითად, მედიამ ათჯერ მაინც გადააყენა  თუმცა, ისინი იკავებენ ჯერ ჯერობით საკუთარ პოზიციებს. ზოგიერთი გამართლდა, ამაშიც გეთანხმებით. ამიტომ, ჯობია დაველოდოთ ჩვენ მოვლენებს. ვნახოთ, რას გვეტყვის მთავრობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და შემდეგ გავაკეთებ კონკრეტულ კომენტარს”, აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი