„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ თუ სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც პოზიტიური ადამიანი, მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „წესიერად და გაუყალბებლად“, პროპორციული სისტემით უნდა ჩაატაროს.
„ერთი კაცის პირობაზე მე რაც შემეძლო ამ ქვეყნისთვის გავაკეთე და ისეთი რაღაცები გავაკეთე, რაც ნაკლებად ცნობილია და არაა სასურველი... მაგრამ... მე ამ ქვეყნისგან არც მომიპარავს, არც წამიღია, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი იძახის, რომ ის გადამეფარა, კორუფციასთან ბრძოლის მამამთავარი, გადამეფარა, მაჯაზე წამავლო ხელი, მილიონს ვშოულობდი, ხომ თქვა, არა? ნუ, ახლა ეს მის სინდისზე იყოს, რა პრობლემაა, უარესები ამიტანია. ბიძინა ივანიშვილს კი არ ვებრძვით ჩვენ, ბიძინა ივანიშვილი გვებრძვის ჩვენ ყველას ერთად. 5 წელი მასთან ვიყავი, ურთიერთობა მქონდა და ვერ გავიგე რა უნდა. ეს არის გამოცანა, ადამიანი-გამოცანა. კაი, ჩვენ ვერ გავიგეთ, ვინმემ გაიგეთ რა უნდა? მე ვერ გავიგე, რა უნდა ამ ქვეყნაში რომ გააკეთოს, იმიტომ, რომ არ იცის ეს ქვეყანა. პრობლემა ეს არის. ჩვენ კი არ ვებრძვით ბიძინას და მისი დამხობა კი არ გვინდა. გამოფხიზლდი და შემოდი და გადავწყვიტოთ ეს ამბავი, ჩავატაროთ 2020 წესიერად, გაუყალბებლად და ისტორიაში შეხვალ, როგორც პოზიტიური ადამიანი მაინც. მივმართავ მას. მეტი რა ვქნა, შეხვედრები არა მაქვს, ახლა გეუბნები: პოზიტიურად შეხვალ საქართველოს ისტორიაში, ხალხი, ისტორია გეტყვის მადლობას და თუ ამას არ იზამ, პრობლემა გექნება მთელი ისტორიის განმავლობაში იმიტომ, რომ ეს არის ყორღანაშვილების ქვეყანაც, ორჯონიკიძეების და კიდევ ვიღაცების ქვეყანა... ჩემგან გამწარებულ კაცს ვერ ნახავ, მაგრამ როცა ქვეყანაზეა საუბარი, მე ვარ შეურიგებელი სუყველასთან“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.