იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.
კალაძე ამბობს, რომ იმისთვის, რომ წულუკიანის მსგავსი ადამიანები შეინარჩუნონ, გუნდში რესურსი არსებობს.
„თეა პირველივე დღიდან, 2011 წლიდან, რაც პარტია „ქართული ოცნება" შეიქმნა, ჯერ კოალიცია იყო, ერთად მოვდივართ, ერთად გამოვიარეთ ის მძიმე დღეები, თვეები, აღარ დავუბრუნდები - ყველას ძალიან კარგად გვახსოვს რა იყო. არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება, თუმცა ვფიქრობ, რომ არის იმის რესურსი, რომ ასეთი ადამიანები შენარჩუნებული იყოს გუნდში", განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.