თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი პოსტზე დარჩენის საკითხი დღეს გადაწყდება - „თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში - ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი“
12-03-2019, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ვფიქრობ, რომ იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც გუშინ იყო ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი, არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც სასჯელაღსრულების იუსტიციასთან გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


„გუშინაც მქონდა მე პირადად დისკუსია ამ თემაზე და აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს თემა ძალიან მალე დაიხურება იმიტომ, რომ ხვალ უკვე მე ვგეგმავ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს“, აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

მან თქვა, რომ დისკუსია აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ჰქონდა. „დისკუსიები მაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩემი პოზიცია გაზიარებული იქნება, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება დღეს მოვლენები“.

 


„თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში და ეს არის კაკულიების გუნდი - ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი და რაც შეეხება პოლიტიკურ ადგილს, პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება „ქართულ ოცნებასთან“, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო და თუ არც ერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს ის უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთდ ვებრძოდით“, განაცხადა წულუკიანმა და გამოთქვა იმედი, რომ იგი „სავარაუდოდ“ ერევანში გაემგზავრება.

 


„თუ დღეს ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რა თქმა უნდა შემდეგ გაგრძელდება სამუშაო პროცესი“, თქვა მან და დაამატა, რომ აღნიშნულ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან არ უსაუბრია, რადგან მისი „შეწუხება“ საჭიროდ არ ჩათვალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი