„ყველაფერი იქნება გამოძიებული, მათ შორის მთავარი საქმე. ის ძირითადი საქმე, რომელზეც არის საუბარი. ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ამ საქმეს, ყველაფერი იქნება გამოძიებული. ჩვენთვის მთავარია, რომ არ გადავიტანოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის უამრავი მცდელობაა.
„მათ შორის, იმ სახით, რომ ოპოზიციამ, მაგალითად, დააინიცირა საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახლა არის, უფრო სწორად, ახლა არის დაწყებული გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ჩვენ არ უნდა გადავიტანოთ სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში და ყველას მოვუწოდებ ამისკენ”, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებასაც იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით, რეაგირება ანონიმური წერილის საფუძველზე მოხდა.
„საერთოდ არ არის შედარებადი ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან. როდესაც ერთ შემთხვევაში კონკრეტულ უწყებას ევალება ნებისმიერ წერილზე რეაგირება, მათ შორის, ანონიმურზე, ეს არის ერთი შემთხვევა და როდესაც წინასწარ გპირდება კონკრეტული ბიზნესმენი იმას, რომ კომპრომატს გამოაქვეყნებს და ამ დროს ვერ აქვეყნებს კომპრომატს, ეს არის სრულიად სხვა შემთხვევა”, განაცხადა კობახიძემ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.