გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და განცხადებები მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეწყვეტას ითხოვდნენ.
ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა 2 000 მოქალაქის თავდებობის შესახებ წერილიც წარადგინა.
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხა სახელმწიფო ბრალდების მხარე.
სანდრო გიორგაშვილის თქმით, ადვოკატმა ვერ წარადგინა ვერანაირი ახალი გარემოება, რაც პატიმრობის შეწყვეტას უკავშირდება.
დავით კირკიტაძე ველისციხის ინციდენტის გამო, გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.