თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტზე საქმიანობას განაგრძობს
12-03-2019, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის სხდომაზე მისულმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დისკუსიების შემდეგ „თემა ამოწურულია“ და იგი იუსტიციის მინისტრის პოსტზე საქმიანობას განაგრძობს.

 

 

„არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა და ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული და შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

 

ამ განცხადებიდან დაახლოებით ერთი საათით ადრე კი წულუკიანმა თქვა: 

 

 

„მე ვფიქრობ, რომ იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც გუშინ იყო ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი, არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც სასჯელაღსრულების იუსტიციასთან გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ.

 


გუშინაც მქონდა მე პირადად დისკუსია ამ თემაზე და აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს თემა ძალიან მალე დაიხურება იმიტომ, რომ ხვალ უკვე მე ვგეგმავ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი