მამუკა ბახტაძე: „თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეა წულუკიანის გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია“
12-03-2019, 14:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ თეა წულუკიანთან არსებული საკითხი შეჯერებულია და უკვე „აზრთა თანხვედრა არის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ეს საკითხი არ დგას წესრიგში“.

 


„თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან და მას აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს.

 


იყო აზრთა სხვადასხვაობა და საკითხი ახლა შეჯერებულია, აზრთა თანხვედრა არის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დაამატა:

 


„პროფესიულ საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა და გათვალისწინებული იქნა მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა“.

 


ბახტაძემ არ დააკონკრეტა თუ რა საკითხზე მიმდინარეობდა მასსა და თეა წულუკიანს შორის დისკუსია და მხოლოდ ეს განაცხადა:

 


„თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია. დიდია მისი წვლილი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი