12 მარტს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, სოფელ კვაშხიეთის წარმომადგენელთან გიორგი ლებანიძესთან ერთად, მოინახულა საჩხერე-ონის დამაკავშირებელ ახალ გზაზე პირველი 7.7-კილომეტრიანი გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს სოფლების კვაშხიეთი - ბოყვა გზის მონაკვეთის დამუშავება (ეკალ-ბარდების მოხსნა/გაჩეხვა, მეორე ხარისხის გრუნტით პირველადი დამუშავება).

აღნიშნულ სამუშაოებს 4 მარტიდან ახორციელებს კომპანია „ნიუ როუდი“ და პროცესი სავარაუდოდ 4-5 თვეს გასტანს.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.