საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2009 წლიდან ძებნილი პირი ბულგარეთში დააკავეს
27-07-2015, 00:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისისა და სოფიის ინტერპოლის ბიუროების ერთობლივი საქმიანობის შედეგად, ბულგარეთის რესპუბლიკაში, სილისტრაში 1971 წელს დაბადებული ზაზა ბ. დააკავეს.


აღნიშნული პირი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


2009 წლის 27 სექტემბერს ზაზა ბ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით მოქალაქეს ცივი იარაღით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


აღნიშნული პიროვნების ბულგარეთის რესპუბლიკაში დაკავების შესახებ თბილისის ინტერპოლის ბიურომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას აცნობა. აღნიშნული უწყებების მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე ხსენებული პიროვნების მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი