11 მარტს, საღამოს, თბილისის ვაკის რაიონში, ნინო ჟვანიას 12 ნომერთან კლდის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა, რამაც მიმდებარედ 2 კორპუსის ეზოს პარალიზება და ბუნებრივი აირის მილის დაზიანება გამოიწვია, საიდანაც გაზმა გაჟონა.
გუშინ საღამოსვე, ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ, შემთხვევის ადგილი გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. როგორც მან აღნიშნა, ჟვანიას ქუჩაზე კლდის ჩამონგრევის ალბათობა კვლავ დიდია.
„მოსახლეობამ მაცნობა აღნიშნული ფაქტის შესახებ. გუშინ საღამოს მიწაზე გაჩნდა ნაპრალი და რამდენიმე წუთში მიწის დიდი მასა ჩამოიშალა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, ამჯერად გადავრჩით. დავათვალიერე მიმდებარე ტერიტორია, მიწა შიგნით მთლიანად სველია, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს მსგავსი შემთხვევა შეიძლება კვლავ განმეორდეს, ეს, უბრალოდ, დროის საკითხია. ადგილს საფუძვლიანად უნდა ჩაუტარდეს გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევა, ვინაიდან ჟვანიას ქუჩა განაშენიანებულია მდინარე ვარაზისხევის ხეობაში, სადაც უხვადაა გრუნტის წყლები, ფერდობები მეწყერსაშიშია და, ამის მიუხედავად, შესაშური ინტენსივობით მიმდინარეობს მაღალსართულიანი კორპუსების აშენება. ეს წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობაა ქალაქისა და მოსახლეობის წინაშე. ჟვანიას ქუჩა ისეა მოსახლეობით გადატვირთული, რომ შეუძლებელია ორი მიმართულებით მანქანების გადაადგილებაც კი. შემთხვევის ადგილიდან არც თუ ისე შორს მშენებლობები კვლავ მიმდინარეობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს ფაქტი სამშენებლო ვიბრაციასაც გამოეწვია.
ჟვანიასა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია გუშინ მომხდარი შემთხვევის მსგავსი ფაქტებისგან. ინტენსიური მშენებლობების გარდა, მდინარე ვარაზისხევი, რომლის ხეობაშიც არის გაშენებული ჟვანიასა და მიმდებარე ქუჩები, მოქცეულია 1 მეტრის დიამეტრის კოლექტორში. ყოვლად წარმოუდგენელია მდინარის დაბეტონება. ამავდროულად, კლდის ფერდობზე მოიჭრა საკმაოდ დიდი მასა და ამ ინერტული მასალით მდინარის ხეობა ამოივსო. ბუნების წინააღმეგ წასვლას რა შედეგიც მოჰყვა, ეს, სამწუხაროდ, 4 წლის წინ, 13 ივნისსაც ვნახეთ. მდინარე ვერესაც ხომ ვეძახდით „ვერე რეჩკას“ და წალეკა ნახევარი ქალაქი, არანაკლებ საშიშია მდინარე ვარაზისხევი, მაგრამ, საფრთხის მიუხედავად, მდინარის ხეობაში მშენებლობები კვლავ ჯიუტად მიმდინარეობს და არ აჩერებს თბილისის მერია“, აცხადებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე.
როგორც ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, ყველა შესაბამის უწყებამდე მიიტანს ამ საკითხს, რომელიც, დეპუტატის შეფასებით, გამაფრთხილებელი შემთხვევაა იმისთვის, რომ შესაბამისმა უწყებებმა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.