საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" განხორციელებას იწყებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე.
პროექტი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში განხორციელდება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკურ სიძლიერესა და გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებას.
„შემოგვაქვს ახალი პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", რომელიც დღეს ამოქმედდება. პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ ორივე მხარეს მცხოვრები, მოქალაქეთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი წარმოებისა და სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას. პროგრამა უპრეცედენტოა და მაქვს იმედი, რომ ეს გააჩენს დამატებითი ეკონომიკური აქტივობისთვის საშუალებას გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებისთვის, მათ შორის საქმიანი ურთიერთობის გაჩენისთვის, ადამიანური ურთიერთობის კიდევ უფრო დაახლოებისთვის", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.