მამუკა ბახტაძის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება
12-03-2019, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წელს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა რიცხვს დაემატება კიდევ ორი საელჩო, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია მოხდეს.

 

 

„ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ პოტენციალს ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობაში, ისევე, როგორც აზიის ქვეყნებთან, რომელთა ეკონომიკაც იზრდება ყველაზე სწრაფი ტემპებით",  განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი