საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 13-15 მარტს სამუშაო ვიზიტად იაპონიას ეწვევა.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შედგება მაღალი დონის შეხვედრები.
„ჩვენი ღვინისთვის იაპონია ყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად, შესაბამისად, ჩვენ დიდი ხანი ვემზადებოდით ამისთვის. ტოკიოში საზეიმოდ გავხსნით გამოფენას ,,საქართველო ღვინის სამშობლო" . ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ისეთ განსაკუთრებულ ქვეყანაში როგორიც იაპონიაა წარმოვაჩინოთ საქართველო არა მხოლოდ როგორც ღვინის სამშობლო, არამედ, როგორც უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყანა. ამავე დროს მოვახდინოთ ჩვენი ბიზნეს პოტენციალის დემონსტრაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ძალიან აქტუალურია ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მაღალტექნოლოგიურ მიმართულებას, შესაბამისად, იაპონია არის სწორედ ქვეყანა, რომელთან თანამშრომლობა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.