ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, 900 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში პრიორიტეტების გამოსაკვეთად მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დასრულდა.
„სასმელი წყლის სისტემებისა და გზების რეაბილიტაცია, მინი სტადიონების აშენება და არსებულის აღდგენა, კულტურის სახლებში კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარება - ეს არის იმ პროექტების არასრული ჩამონათვალი, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შემავალ 64 სოფელში განხორციელდება. თითო სოფელზე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდეა გამოყოფილი და ეს თანხები დაიხარჯება ამა თუ იმ სოფლის მიერ შერჩეულ პრიორიტეტულ პროექტზე. ადგილობრივებთან შეხვედრები თებერვალში დასრულდა. ახლა სატენდერო დოკუმენტაციაზე ვმუშაობთ. ჩვენთან ჯერ თოვლია და პროექტების განხორციელება, ალბათ, მაისიდან დაიწყება", უთხრა GUARDIAN.GE-ს იურიკ უნანიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.