ნაძალადევის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩა N35-ში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 3 500 კვ.მ ფართობზე იგება. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, მოეწყო წყალარინების შიდა ქსელიც.
საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა გაბუნია და თამარ ტალიაშვილი გაეცნენ.
„ვასრულებთ კიდევ ერთ საგზაო პროექტს, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოვაწყეთ. აღნიშნულ დასახლებაში 90-მდე ოჯახი ცხოვრობს. ზოგადად, დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ იმისთვის, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ“, განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 170 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.