ვანის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და საკვები პროდუქტები მიუტანა
12-03-2019, 18:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილეებთან ერთად, ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და საკვები პროდუქტები მიუტანა.

 


ვანის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბიბილაშვილების ოჯახს ვანის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტის ეგიდით პერმანენტულად ეხმარება და სარგებლობს არსებული სოციალური პაკეტით.

 


,,ამ ოჯახის პრობლემები ჩემთვის ცნობილია და შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვუწევთ დახმარებას. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოჯახმა არაერთხელ ისარგებლა მატერიალური დახმარებით. მინდა აღვნიშნო, რომ 2018–2019 წლებში სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებიდან ბიბილეიშვილების ოჯახმა მიიღო დახმარება 4990 ლარის ოდენობით. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ თითოეულ ასეთ ადამიანს დავუდგეთ გვერდით და მათზე ავიღოთ სოციალური პასუხისმგებლობა შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, ღნიშნა ვანის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა.

 


„აღნიშნული ოჯახის ოთხივე წევრი არის სოციალური დახმარების მიმღები. გარდა ამისა, ტარიელ ბიბილაშვილი II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ერიცხება პენსია 120 ლარი. ასევე, ოჯახმა 2018 წლის ოქტომბერში ისარგებლა „ახალშობილთა ოჯახების“ დახმარების პროგრამით და მუნიციპალიტეტის მხრიდან ჩაერიცხა 300 ლარი. 2018 წლის დეკემბერში და 2019 წლის თებერვალში, ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან გაეწია ფულადი დახმარება შესაბამისად 200 და 150 ლარის ოდენობით.

 


ამ ოჯახის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერი კიდევ ერთხელ მივიდა ოჯახში და მათ პუმანიტარული დახმარება გაუწია.

 

 

დაპირდა, რომ უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტი არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე დაეხმარება საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებშიც", ნათქვამია ვანის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი