ქეთევან ციხელაშვილი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე: ვმუშაობთ იმაზე, რომ გარემოებები დადგინდეს
13-03-2019, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში 29 წლის ქართველის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოწოდებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს, მან თავი მოიკლა, თუმცა როგორც ციხელაშვილი ამბობს, ხელისუფლება გარემოებების დაზუსტებას ცდილობს.

 

 

„ის იყო დაკავებული დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ამ დროს მოხდა მისი თვითმკვლელობის ფაქტი - ეს არის მოწოდებული ინფორმაცია, რომლის დაზუსტებასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ.

 


ვერ დავიწყებ ვერანაირად სპეკულაციებს, ჩართული გვაქვს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ერთ-ერთის თაობაზე მოგახსენეთ, ასევე სხვა არხებითაც ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გარემოებები დადგინდეს. ახლა სხვა ვარაუდების გამოთქმა იქნება ძალიან უპასუხისმგებლო", აცხადებს ციხელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი