საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გალში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული მდგომარეობის გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით. ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში", ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში 29 წლის ქართველის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკსვშირებით აცხადებს, რომ მოწოდებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს, მან თავი მოიკლა, თუმცა როგორც ციხელაშვილი ამბობს, ხელისუფლება გარემოებების დაზუსტებას ცდილობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.