„თაბორის ნომერ ერთში, ბექა ოდიშარიას ეკუთვნის ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს და ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ჩემთვის არ არის მიზანშეწონილი“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
(ვიდეო ამ თემაზე იხილეთ 6:00 წუთიდან)
„ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ დასამალი არაფერი მაქვს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, მეგობრობა, ის, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა, მე პირველ ადგილზე, ჩვენ ყველა ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს და გამოვდივართ დედაქალაქის ინტერესებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის არქიტექტურული-გეგმარებითი დავალება, იქ რამოდენიმე ნაკვეთზე იმ ზონებით, რომლებიც ადევს დღეს, შესაძლებელია მშენებლობა, პროექტის განხორციელება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან. ზოგადად, რაც შეეხება ლანდშაფტის ზოლს, რომელიც 80-იანი წლების მერე არ განახლებულა, მგონია, რომ აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი კომისია იმიტომ, რომ დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა.... კიდევ ერთხელ პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, თუმცა ჩვენთვის ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა არ არის მისაღები, თუმცა ბექა არის კეთილსინდისიერი მფლობელი ამ მიწის და ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა. იგივე იყო კუ ტბის მიმდებარე ტერიტორია რესტორან ოტიუმის წინ, სადაც გაცემული იყო აგრეთვე არქიტექტურული-გეგმარებითი დავალება, იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება, იგივე იყო ვაკის პარკში, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილები იქნას შენარჩუნებული. ამიტომ, პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ქალაქის ინტერესებიდან", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.