[ვიდეო] კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის განთავსება მკაცრად გაკონტროლდება
13-03-2019, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება მკაცრად გაკონტროლდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

როგორც მერმა აღნიშნა, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების სახით, მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა.

 

 

„ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვაღელვებს და პირველივე დღიდან, როდესაც უფლებამოსილება ოფიციალურად გადმოგვეცა, ამაზე ზრუნვა დავიწყეთ. ჩვენი ინიციატივით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რათა ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურებას იწვევს, მოგვარდეს. ერთ-ერთი ასეთი რეგულაციით, მკაცრად გაკონტროლდება დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება. ასევე, მათი რეალიზება იმ ადგილებში, რომელიც საამისოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო დაშვებულ ზონაში განთავსება-განთავსება-რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ ჩანაწერს მოიცავს.

 

 

 

 

„ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც საცხოვრებელი ზონაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პირდაპირ ხდება მსგავსი მასალების განთავსება, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად, ქალაქისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებელ ზონებს შორის გარკვეული ბუფერული ზონები შეიქმნას. დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ადგილები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და უფლებრივი ზონირების მიუხედავად, კონკრეტული სახის საქმიანობა აკრძალოს, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ადამიანისთვის, ასევე, გარემოსთვის“, აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

მისივე განმარტებით, გენგეგმაში ასევე, კვლევებზე დაფუძნებით განახლებული და დაზუსტებული სანიტარიული დაცვის არეალები აისახა, სადაც განაშენიანება აღარ მოხდება.

 

 

ამასთან, დედაქალაქის მერმა პარლამენტის თავმჯდომარესა და გარემოს დაცვის კომიტეტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, გარემოს დაცვის კომიტეტის თითოეულ წევრს, ხელმძღვანელს, იმიტომ, რომ ჩვენ პარლამენტიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორციელებთ. ამას ვგრძნობდით ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ გაჩერებას განთავსება-რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი