დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია 20 ოჯახს ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს.
„საცხოვრებელ ფართებს, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ვერ იკანონებენ. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და ძალიან ბევრ ოჯახს მივანიჭეთ ეს ბედნიერება. დღეს 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, მათგან 18 ოჯახს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ ოჯახს ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, ხოლო ერთ ოჯახს ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში“, აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.